Thursday, September 19, 2013

FAQ ON INTRAGEN COSMETIC TRICHOLOGY PATCHES

INTRAGEN-ს პლასტირებთან დაკავშირებით REVLON-მა გამოაქვეყნა კითხვები, რომელსაც ყველაზე მეტად სვამენ მომხმარებლები.

   1. ზრდის თუ არა პლასტირი თმას?      

     არა პლასტირი მხოლოდ ახშირებს თმას.
 2. გამოიწვევს თუ არა პლასტირი თმის გაზრდას სხეულის სხვა ნაწილზე?
     
არა, აქტიური ინგრედიენტები მოქმედებენ სპეციალურ რეცეპტორებზე, რომლებიც  მოთავსებულია უმეტესად თავის კანზე, ამიტომაც მათი მოქმედება ხდება თმის ფოლიკულებზე, რომელიც სკალპზეა განთავსებული და არა კანზე.
3. რა მოხდება თუ დამავიწყდება პლასტირის მოხსნა 24 საათის შემდეგ? 
    ამ შემთხვევაში არაფერი არ ხდება, მაგრამ აქტიური ინგრედიენტები, რომელსაც პლასტირი შეიცავს უკვე შეწოვილი ექნება ორგანიზმს.
4. შესაძლოა თუ არა მკურნალობის დაწყება იმ დღეს როცა მოხდა თმის შეღებვა?
  დიახ, ამ შემთხვევაში არ არსებობს არავითარი წინააღმდეგობები. 
5. შესაძლოა თუ არა ამ პროდუქტის სხვა პლასტირებთან ერთად, მაგალითად წონაში დასაკლებ პლასტირებთან ერთად გამოყენება? 
   დიახ,  რადგან პლასტირები არ არიან ერთმანეთთან ურთიერთქმედებაში. 
6. შესაძლებელია თუ არა პლასტირმა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება?
   საერთოდ, პლასტირი არ იწვევს არავითარ გაღიზიანებს, რადგან არის ჰიპოალერგიული. ძალიან მგრძნობიარე კანის შემთხვევაში მცირე გაღიზიანება შეიძლება დავინახოთ პლასტირის მოძრობისას, რაც გაქრება რამდენიმე წუთში. 
7. შესაძლოა თუ არა ეს პროდუქტი გამოიყენოს ორსულმა ქალბატონმა?
   მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს არავითარი მიზეზი რომ ეს პროდუქტი იქნას ამ შემთხვევაში აკრძალული, ჩვენ მაინც არ ვურჩევთ მომხმარებელს მის გამოყენებას ორსულობის და ნემსების გამოყენების პერიოდში.
8. შეუძლია თუ არა ადამიანს რომელიც გადის ქიმიოთერაპიის კურსს გამოიყენოს პლასტირები?
ამ შემთხვევაში პლასტირი არ უნდა იქნეს გამოყენებული. 
9. შეუძლიათ თუ არა ბავშვებს ამ პროდუქტის გამოყენება?
არა, ეს პროდუქტი არ გამოიყენება ბავშვებისთვის, რომელთაც არ გაუვლიათ მოწიფულობის ასაკი. 

REVLON-მა აგრეთვე ჩაატარა გამოკითხვა, სადაც მომხმარებლების 75%-მა აღნიშნა, რომ პლასტირის გამოყენების შედეგად თმა უფრო გაუხშირდათ. 72%-მა აღნიშნა, რომ უფრო ძლიერი და გაჯანსაღებული თმა აქვს, ხოლო 60%-ს  პლასტირის გამოყენების შემდეგ თმა ნაკლებად ცხიმიანი აქვს ვიდრე ჰქონდა ამ პროდუქტის გამოყენებამდე. 

No comments:

Post a Comment