Tuesday, June 4, 2013

როგორ გავიკეთოთ ყოველდღიური მაკიაჟი

ყოველდღიური მაკიაჟი აუცილებლად უნდა იყოს მსუბუქი, ფარავდეს ყველა ნაკლს და გამოკვეთავდეს ბუნებრივ სილამაზეს. აუცილებელია გაითავლისწინოთ თქვენი კანის ფერი, თვალის ჭრილი, თქვენი ნაკლოვანებები და შემდგომ გაიკეთოთ მაკიაჟი. არ არის ესთეტიური, როცა ხელები არის ძალიან თეთრი და მაკიაჟი სახეზე არის ძალიან მუქი. აგრეთვე არ შეიძლება სახეზე წავისვათ ტონალური და არ წავისვათ ყელზე.
სანამ კონკრეტულად ყოველდღიური მაკიაჟის ვიდეოს განივიხილავდე, მინდა გავაფრთხილო კარგი კანის მქონე გოგონები. არ არის აუცილებელი ვისაც კარგი კანი გაქვთ გამოიყენოთ ტონალური კრემი. ის აშრობს, აზიანებს და აბერებს კანს. ტონალური სჭირდებათ  30-35 წელს გადაცილებულ ქალბატონებს, ან მათ ვისაც სერიოზული აკნეს პრობლემა აქვს, სხვა შემთხვევაში მცირე გამონაყარი შესაძლოა დაიფაროთ კორექტორით და გამოიყენოთ პუდრი, რომელიც მისცემს საშუალებას თქვენს კანს ისუნთქოს მთელი დღის განმავლობაში. ხშირად ტონალურის გამოყენების მიზეზად სახელდება ის, რომ მაკიაჟი უფრო დიდხანს ძლებს და აქვს კარგი დაფარვა. მაკიაჟის დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნება შესაძლებელია სახის საბაზო დაფარვის საშუალებით, რომელიც პუდრს ინარჩუნებს სახეზე მთელი დღის განმავლობაში. ამიტომ ძალიან ვთხოვ ახალგაზრდა გოგონებს, რომელთაც კარგი კანი აქვთ გამოიყენონ პუდრი, გამონაყარზე წაისვან კორექტორი და ნუ დაიბერებენ თავს ადრეულ ასაკში. თუკი გამონაყარის სერიოზული პრობლემა გაქვთ, სჯობს იმკურნალოთ, გამოიყენოთ პროფესიონალური მოვლის საშუალებები და შემდგომ ძალიან ადვილად შეძლებთ ტონალურის გარეშე არსებობას.
 აუცილებელია ტონალური და პუდრი მაქსიმუმ 1 ტონით განსხვავდებოდეს თქვენი კანისგან, კარგია ზუსტად თქვენი კანის ფერი ან ნახევარი ტონით განსხვავებული პროდუქტი.  ამ გოგონას არაჩვეულებრივი კანი აქვს მაგრამ მაინც ტონალურს იყენებს, როცა პუდრითაც შეძლებს იგივე მაკიაჟის გაკეთებას. 
ამ მაკიაჟის გასაკეთებლად დაგჭირდებათ:
LUMENE  BB MATIFYING PRIMER- სახის საბაზო დაფარვა გლუვი ეფექტით
LUMENE- №1 მაკიაჟი ორმაგი კარამელი, ტონალური კრემი
LUMENE- სახის და თვალის ფუნჯიანი კორექტორი
LUMENE- №2 პუდრი თაფლისფერი
LUMENE- მინერალური რუმიანა ბრონზეს ფერი( ყავისფერი მხარე წაისვით შუბლზე, ყელზე. ვარდისფერი ღაწვებზე) 
LUMENE BB EYESHADOW PRIMER- თვალის საბაზო დაფარვა
LUMENE NC TRIO -№3 თვალის ჩრდილი(მასში მოთავსებულია სამივე ფერი, რომელიც ამ მაკიაჟის გასაკეთებლად დაგჭირდებათ)
LUMENE NC-თვალის შავი ფანქარი
LUMENE- შავი ტუში მოცულობისთვის
LUMENE NC- №12 და №15 თვალის ფანქარი
LUMENE WR- №14 ტუჩის საცხი
მაკიაჟის ღრუბელი, რომელსაც ეს გოგონა ასველებს ვიდეოში, რათა ტონალური უფრო დიდხანს გაუჩერდეს. 
წარბის შესავსებად თვალის ჩრდილის მაგივრად გირჩევთ LUMENE-ს წარბის ფანქარს, რომელიც თქვენი წარბის ფერის მიხედვით უნდა აარჩიოთ. მას მოყვება თავისი სავარცხელი, რითაც შემდგომ შეგიძლიათ პროდუქტი ადვილად გაინაწილოთ. 
იხილეთ ვიდეო: 














ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მოგვმართეთ.
გისურვებთ წარმატებებს!

No comments:

Post a Comment