Thursday, September 19, 2013

FAQ ON INTRAGEN COSMETIC TRICHOLOGY PATCHES

INTRAGEN-ს პლასტირებთან დაკავშირებით REVLON-მა გამოაქვეყნა კითხვები, რომელსაც ყველაზე მეტად სვამენ მომხმარებლები.

   1. ზრდის თუ არა პლასტირი თმას?      

     არა პლასტირი მხოლოდ ახშირებს თმას.
 2. გამოიწვევს თუ არა პლასტირი თმის გაზრდას სხეულის სხვა ნაწილზე?
     
არა, აქტიური ინგრედიენტები მოქმედებენ სპეციალურ რეცეპტორებზე, რომლებიც  მოთავსებულია უმეტესად თავის კანზე, ამიტომაც მათი მოქმედება ხდება თმის ფოლიკულებზე, რომელიც სკალპზეა განთავსებული და არა კანზე.
3. რა მოხდება თუ დამავიწყდება პლასტირის მოხსნა 24 საათის შემდეგ? 
    ამ შემთხვევაში არაფერი არ ხდება, მაგრამ აქტიური ინგრედიენტები, რომელსაც პლასტირი შეიცავს უკვე შეწოვილი ექნება ორგანიზმს.
4. შესაძლოა თუ არა მკურნალობის დაწყება იმ დღეს როცა მოხდა თმის შეღებვა?
  დიახ, ამ შემთხვევაში არ არსებობს არავითარი წინააღმდეგობები. 
5. შესაძლოა თუ არა ამ პროდუქტის სხვა პლასტირებთან ერთად, მაგალითად წონაში დასაკლებ პლასტირებთან ერთად გამოყენება? 
   დიახ,  რადგან პლასტირები არ არიან ერთმანეთთან ურთიერთქმედებაში. 
6. შესაძლებელია თუ არა პლასტირმა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება?
   საერთოდ, პლასტირი არ იწვევს არავითარ გაღიზიანებს, რადგან არის ჰიპოალერგიული. ძალიან მგრძნობიარე კანის შემთხვევაში მცირე გაღიზიანება შეიძლება დავინახოთ პლასტირის მოძრობისას, რაც გაქრება რამდენიმე წუთში. 
7. შესაძლოა თუ არა ეს პროდუქტი გამოიყენოს ორსულმა ქალბატონმა?
   მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს არავითარი მიზეზი რომ ეს პროდუქტი იქნას ამ შემთხვევაში აკრძალული, ჩვენ მაინც არ ვურჩევთ მომხმარებელს მის გამოყენებას ორსულობის და ნემსების გამოყენების პერიოდში.
8. შეუძლია თუ არა ადამიანს რომელიც გადის ქიმიოთერაპიის კურსს გამოიყენოს პლასტირები?
ამ შემთხვევაში პლასტირი არ უნდა იქნეს გამოყენებული. 
9. შეუძლიათ თუ არა ბავშვებს ამ პროდუქტის გამოყენება?
არა, ეს პროდუქტი არ გამოიყენება ბავშვებისთვის, რომელთაც არ გაუვლიათ მოწიფულობის ასაკი. 

REVLON-მა აგრეთვე ჩაატარა გამოკითხვა, სადაც მომხმარებლების 75%-მა აღნიშნა, რომ პლასტირის გამოყენების შედეგად თმა უფრო გაუხშირდათ. 72%-მა აღნიშნა, რომ უფრო ძლიერი და გაჯანსაღებული თმა აქვს, ხოლო 60%-ს  პლასტირის გამოყენების შემდეგ თმა ნაკლებად ცხიმიანი აქვს ვიდრე ჰქონდა ამ პროდუქტის გამოყენებამდე. 

Tuesday, June 4, 2013

როგორ გავიკეთოთ ყოველდღიური მაკიაჟი

ყოველდღიური მაკიაჟი აუცილებლად უნდა იყოს მსუბუქი, ფარავდეს ყველა ნაკლს და გამოკვეთავდეს ბუნებრივ სილამაზეს. აუცილებელია გაითავლისწინოთ თქვენი კანის ფერი, თვალის ჭრილი, თქვენი ნაკლოვანებები და შემდგომ გაიკეთოთ მაკიაჟი. არ არის ესთეტიური, როცა ხელები არის ძალიან თეთრი და მაკიაჟი სახეზე არის ძალიან მუქი. აგრეთვე არ შეიძლება სახეზე წავისვათ ტონალური და არ წავისვათ ყელზე.
სანამ კონკრეტულად ყოველდღიური მაკიაჟის ვიდეოს განივიხილავდე, მინდა გავაფრთხილო კარგი კანის მქონე გოგონები. არ არის აუცილებელი ვისაც კარგი კანი გაქვთ გამოიყენოთ ტონალური კრემი. ის აშრობს, აზიანებს და აბერებს კანს. ტონალური სჭირდებათ  30-35 წელს გადაცილებულ ქალბატონებს, ან მათ ვისაც სერიოზული აკნეს პრობლემა აქვს, სხვა შემთხვევაში მცირე გამონაყარი შესაძლოა დაიფაროთ კორექტორით და გამოიყენოთ პუდრი, რომელიც მისცემს საშუალებას თქვენს კანს ისუნთქოს მთელი დღის განმავლობაში. ხშირად ტონალურის გამოყენების მიზეზად სახელდება ის, რომ მაკიაჟი უფრო დიდხანს ძლებს და აქვს კარგი დაფარვა. მაკიაჟის დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნება შესაძლებელია სახის საბაზო დაფარვის საშუალებით, რომელიც პუდრს ინარჩუნებს სახეზე მთელი დღის განმავლობაში. ამიტომ ძალიან ვთხოვ ახალგაზრდა გოგონებს, რომელთაც კარგი კანი აქვთ გამოიყენონ პუდრი, გამონაყარზე წაისვან კორექტორი და ნუ დაიბერებენ თავს ადრეულ ასაკში. თუკი გამონაყარის სერიოზული პრობლემა გაქვთ, სჯობს იმკურნალოთ, გამოიყენოთ პროფესიონალური მოვლის საშუალებები და შემდგომ ძალიან ადვილად შეძლებთ ტონალურის გარეშე არსებობას.
 აუცილებელია ტონალური და პუდრი მაქსიმუმ 1 ტონით განსხვავდებოდეს თქვენი კანისგან, კარგია ზუსტად თქვენი კანის ფერი ან ნახევარი ტონით განსხვავებული პროდუქტი.  ამ გოგონას არაჩვეულებრივი კანი აქვს მაგრამ მაინც ტონალურს იყენებს, როცა პუდრითაც შეძლებს იგივე მაკიაჟის გაკეთებას. 
ამ მაკიაჟის გასაკეთებლად დაგჭირდებათ:
LUMENE  BB MATIFYING PRIMER- სახის საბაზო დაფარვა გლუვი ეფექტით
LUMENE- №1 მაკიაჟი ორმაგი კარამელი, ტონალური კრემი
LUMENE- სახის და თვალის ფუნჯიანი კორექტორი
LUMENE- №2 პუდრი თაფლისფერი
LUMENE- მინერალური რუმიანა ბრონზეს ფერი( ყავისფერი მხარე წაისვით შუბლზე, ყელზე. ვარდისფერი ღაწვებზე) 
LUMENE BB EYESHADOW PRIMER- თვალის საბაზო დაფარვა
LUMENE NC TRIO -№3 თვალის ჩრდილი(მასში მოთავსებულია სამივე ფერი, რომელიც ამ მაკიაჟის გასაკეთებლად დაგჭირდებათ)
LUMENE NC-თვალის შავი ფანქარი
LUMENE- შავი ტუში მოცულობისთვის
LUMENE NC- №12 და №15 თვალის ფანქარი
LUMENE WR- №14 ტუჩის საცხი
მაკიაჟის ღრუბელი, რომელსაც ეს გოგონა ასველებს ვიდეოში, რათა ტონალური უფრო დიდხანს გაუჩერდეს. 
წარბის შესავსებად თვალის ჩრდილის მაგივრად გირჩევთ LUMENE-ს წარბის ფანქარს, რომელიც თქვენი წარბის ფერის მიხედვით უნდა აარჩიოთ. მას მოყვება თავისი სავარცხელი, რითაც შემდგომ შეგიძლიათ პროდუქტი ადვილად გაინაწილოთ. 
იხილეთ ვიდეო: 














ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მოგვმართეთ.
გისურვებთ წარმატებებს!

Saturday, June 1, 2013

როგორ მოვიხატოთ ფრჩხილები მარტივად და სწრაფად

პრინტები და  გარდამავალი ტონები ფრჩხილზე წელს ძალიან პოპულარული გახდათუმცა შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა არც იცის რომ მისი გაკეთება ისეთივე ადვილია სახლის პირობებში, როგორც ჩვეულებრივად, ერთი ფერის ლაქის წასმა
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ფრჩხილის მოხატვის რამდენიმე ვარიანტს, რომელსაც ძალიან მარტივად გაიკეთებთ სახლში, სხვების დახმარების გარეშე


ამ ნახატის შესასრულებლად აუცილებლად დაგჭირდებათ ჩამოთვლილი პროდუქტები: 
ORLY- ფრჩხილების საბაზო დაფარვა BONDER  
ORLY- ფრჩხილების ფრანგული ლაქი POINTE BLANCE  
ORLY-  ფრჩხილების ლაქი FLORLIC  
ORLY- ფრჩხილების ლაქი JEALOUS MUCH?  
ORLY- ფრჩხილების ლაქი LIQUID VINYL(შავი ლაქი)  
ORLY- ზედაპირული დაფარვა WON't CHIP  
ORLY- ფრჩხილების ლაქის გამცლელი  
საშუალო ზომის კბილის ჩხირი 
იხილეთ ვიდეო

ფრჩხილზე გარდამავალი ტონის მისაღებად  გამოიყენება მაკიაჟის(ტონალური კრემის) გასანაწილებელი ღრუბელი, რომელზეც უნდა წაუსვათ თქვენთვის სასურველი ფერები და გაინაწილოთ ისე, როგორც ვიდეოში არის ასახული. იმისთვის რომ ლაქის დიდი რაოდენობა არ წაგესვათ ფრჩხილზე გირჩევთ კანზე დაიწებოთ "სკოჩი" და მისი დახმარებით მაქსიმალურად აირიდოთ ეს პრობლემა


მსგავსი შედეგის მისაღებად აუცილებლად დაგჭირდებათ ჩამოთვლილი პროდუქტები:
ORLY- ფრჩხილების საბაზო დაფარვა BONDER  
ORLY- ფრჩხილების ფრანგული ლაქი POINTE BLANCE  
ORLY- ფრჩხილების ლაქი FANCY FUCHSIA
ORLY- ფრჩხილების ლაქი CUPCAKE
ORLY- ზედაპირული დაფარვა WON't CHIP  
ORLY- ფრჩხილების ლაქის გამცლელი  
მაკიაჟის წასასმელი ღრუბელი
იხილეთ ვიდეო:


როგორ გავიკეთოთ ჰაეროვანი ლოკონები სტილისტის დახმარების გარეშე


ამ სტატიაში ჩვენ გაჩვენებთ როგორ  დაიხვიოთ იდეალურად თმები თმის უთოს საშუალებით, თუმცა სანამ კონკრეტულად სტატიაზე გადავიდოდე მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა თმის უთოს და საშრობის  შესახებ. ეს ხელსაწყოები აშრობენ, აზიანებენ და წვავენ თმას. მათი ხშირი გამოყენება აშრობს თავის კანს, რის გამოც ის ვეღარ იკვებება და იწყებს ცვენას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ხშირად ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც წლებია უკვე ამ ხელსაწყოებს მოიხმარენ და თმები მაინც ძალიან კარგ მდგომარეობაში აქვთ. როგორ ახერხებენ ისინი ამას?? ნებისმიერ ვიდეოს რომ დააკვირდეთ YOUTUBE-ზე ნახავთ თუ რა რაოდენობის პროდუქტებს მოიხმარენ გოგონები, რათა მათი თმები მუდმივად იდეალურ მდგომარეობაში იყოს. თერმო დამცავი სპრეი, შამპუნი, ნიღაბი, ზეთი, ბოლოჭამიების სამკურნალო შრატი- ეს მცირე ჩამონათვალია პროდუქტებისა, რომელსაც თქვენ იდეალური თმის მქონე ადამიანების აბაზანაში იპოვით. ამიტომ თმის უთოს და საშრობის გამოყენება კარგ დამცავ საშუალებებთან ერთად არ წარმოადგენს საშიშროებას და არაა აუცილებელი მუდმივად შეკრული ან ერთიდაიმავე ვარცხნილობით  სიარული.


ასეთი ვარცხნილობის გასაკეთებლად აუცილებლად დაგჭირდებათ შემდეგი პროდუქტები:
REVLON STYLE MASTERS-თმის თერმო დამცავი სპრეი
CURLER-სასურველია კერამიკით დაფარული და იმ სისქის, როგორიც ვიდეოში არის წარმოდგენილი
UNIQ ONE თმის ნიღაბ-სპრეი-იმისთვის რომ თმა დამყოლი, რბილი და ფაფუკი გახდეს.
LAKME MASTER თმის საშუალო ფიქსაციის ლაქი- ვარცხნილობის მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნებისთვის.
თუ ხვეული თმა გაქვთ ვარცხნილობის გაკეთებამდე ოდნავ გაისწორეთ თმა ან შეისხურეთ UNIQ ONE და კარგად გაიშრეთ საშრობით. ეს პროდუქტები კი წაისვით შემდეგი თანმიმდევრობით:
ბანაობის შემდეგ ტენიან თმაზე შეისხურეთ UNIQ ONE  და გაიშრეთ ან მშრალ თმაზე შეისხურეთ და დაელოდეთ სანამ თმა შეიწოვს მას. UNIQ ONE არა მხოლოდ არბილებს, არამედ იცავს თმას ცხელი ხელსაწყოებისგან. შემდგომ კარგად შეამოწმეთ რომ არცერთი ღერი თმა არ იყოს ტენიანი და შეისხურეთ STYLE MASTER-ს თერმო დამცავი სპრეი(შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ნებისმიერი თერმო დამცავი სპრეი). რამდენიმე წუთის შემდეგ კი დაიყავით თმა ნაწილებად და გაიკეთეთ ლოკონები ისე როგორც ვიდეოში არის ნაჩვენები. ვარცხნილობის დასრულების შემდეგ აუცილებლად შეისხურეთ თმაზე საშუალო ფიქსაციის ლაქი, რომელიც უნარჩუნებს თმას სირბილეს და იდეალურ მდგომარეობას მთელი დღის განმავლობაში.
იხილეთ ვიდეო: 


უფრო
თხელი და მოკლე თმის დასახვევად დაგჭირდებათ იგივე პროდუქტები, უბრალოდ დაამატეთ მათ:
SELECTIVE PUMP TOO თმის სპრეი მოცულობისთვის


არ დაგავიწყდეთ რომ თმებისთვის იდეალური სტრუქტურის მისანიჭებლად აუცილებელია სწორი შამპუნი, ნიღაბი და კონდენციონერი. აგრეთვე სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

გისურვებთ წარმატებებს!

როგორ ვუმკურნალოთ თმის ცვენას



 თმის ცვენის პრობლემა წლიდან წლამდე იზრდება როგორც ქალებში ისევე მამაკაცებში. ქალების 34 პროცენტმა იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და დიდ ბრიტანეთში განაცხადეს რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში უფრო მეტად ცვივათ თმა ვიდრე ადრე.   ცვენის მკურნალობის საუკეთესო გზა კვების რეჟიმის მოწესრიგება და ჯანმრთელი ცხოვრების წესია, მაგრამ დღეს, როცა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, რთულია იკვებო დღეში 4-ჯერ სახლში მომზადებული საკვებით და პლუს კვირაში 3-4-ჯერ ივარჯიშო. ამიტომ ყველა ეძებს პროდუქტს, რომელიც შეაჩერებს თმის ცვენას და გახდის თმას ჯანსაღს და ბზინვარეს.
ჩვენი ესპანური ბრენდის REVLON PROFESSIONAL-ის ტრენერი და ტექნოლოგი გთავაზობთ რამდენიმე ხერხს როგორ აირიდოთ თმის ცვენა და გაიჯანსაღოთ თქვენი თმა სხვადასხვა პროდუქტების დახმარებით.
თმის ცვენის პირველი სტადიის შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ RP INTRAGEN თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი და ქაფი.

პირველი სტადია ეს არის როცა თმა გცვივათ მცირედით ან გაქვთ ძალიან თხელი თმა. უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ INTRAGEN-ის შამპუნი გარდა თმის ცვენის პრობლემისა შველის ცხიმიან თმასაც, თუმცა ის არ არბილებს თმას  და არ ანიჭებს მას ბზინვარებას, ამიტომ ხშირად მომხმარებლებს აქვთ ისეთი შეგრძნება რომ ის თმას აშრობს. იმისთვის რომ თმებს ბზინვარება და სიჯანსაღე მივანიჭოთ და ამავდროულად თმის ცვენასაც ვუმკურნალოთ REVLON  გვთავაზობს ასეთ ხერხს. თავის დაბანისას პირველად უნდა წაისვათ RP INTRAGEN თმის ცვენის შამპუნი, ხოლო მეორედ  UNIQ ONE-ს შამპუნ-ბალზამი, რომელიც კარგად უნდა გაინაწილოთ მთელ თმაზე და გაიკეთოთ მასაჟი. პროდუქტი არბილებს თმას და ანიჭებს მას გასაოცარ ბზინვარებას. ქაფი კი უნდა გამოიყენოთ ყოველდღიურად დილას ან საღამოს. ამ პროდუქტების კომბინაცია შეაჩერებს თმის ცვენას და მიანიჭებს თმას გასაოცარ ბზინვარებას და სიჯანსაღეს.  აგრეთვე ეს პროდუქტები უნდა გამოიყენოთ შემოდგომასა და გაზაფხულზე, როცა თმა იფიტება და იწყებს ცვენას.
 თმის ცვენის მეორე სტადიაზე უნდა გამოიყენოთ RP INTRAGEN თმის ცვენის საწინააღმდეგო ამპულები ერთ თვიანი კურსი, RP INTRAGEN თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი და UNIQ ONE-ს შამპუნ ბალზამი.  მეორე სტადია არის როცა წელიწადის ნებისმიერ დროს გცვივათ თმა და უკვე თმას ეტყობა გათხელებული ადგილები. ამპულები უნდა გამოიყენოთ ყოველდღიურად, ხოლო შამპუნი კი ჩვეულებრივად პირველი წასმა INTRAGEN, ხოლო მეორე UNIQ ONE.  


         



მესამე სტადია უკვე საშიში სტადიაა, როცა საჭიროა უკვე ძლიერი პროდუქტის ჩარევა, რათა აირიდოთ გამელოტების პროცესი. ეს არის შემთხვევა როცა ხელის თმაზე ჩამოსმისას თქვენ ხედავთ დიდი რაოდენობის ძირებიანად მომძვრალ თმას. ამ დროს აუცილებელია გამოიყენოთ თმის ცვენის საწინააღმდეგო პლასტირები, რომელიც არის ძალიან ძლიერი მოქმედების პროდუქტი და რომლის გამოყენება სხვა სტადიებზე არ შეიძლება. ეს პროდუქტი უნდა დაიწებოთ მხარზე, ხერხემალთან ახლოს, ისეთ ადგილას, რომელიც ნაკლებად მოძრაობს. აუცილებელია პროდუქტი გამოცვალოთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროზე, ანუ თუ პირველად პლასტირი დაიწებეთ 14:00-ზე, მთელი თვის განმავლობაში, ყოველდღე, პლასტირი უნდა ცვალოთ 14:00-ზე. თავდაპირველად შესაძლოა მან მცირე უძილობა გამოიწვიოს, რადგან აჩქარებს სისხლის მიმოქცევის პროცესს და აწოდებს თავს დიდი რაოდენობით სისხლს, რაც მას ადრე არ მიეწოდებოდა. ეს პროდუქტი აგრეთვე არის მათთვის ვინც მთელი დღის განმავლობაში სხედან კომპიუტერთან ან მაგიდასთან, რის გამოც ხერხემალს უჭირს სისხლის თავისთვის გადაცემა. აგრეთვე პლასტირებთან ერთად აუცილებლად უნდა გამოიყენოთ RP INTRAGEN თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი და UNIQ ONE-ს შამპუნ-ბალზამი. გამელოტების პროცესის აღმოსაფხვრელად და მამაკაცებისთვის რეკომენდირებულია 2 თვიანი კურსის ჩატარება. წარმატებებს გისურვებთ!