Saturday, June 1, 2013

როგორ გავიკეთოთ ჰაეროვანი ლოკონები სტილისტის დახმარების გარეშე


ამ სტატიაში ჩვენ გაჩვენებთ როგორ  დაიხვიოთ იდეალურად თმები თმის უთოს საშუალებით, თუმცა სანამ კონკრეტულად სტატიაზე გადავიდოდე მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა თმის უთოს და საშრობის  შესახებ. ეს ხელსაწყოები აშრობენ, აზიანებენ და წვავენ თმას. მათი ხშირი გამოყენება აშრობს თავის კანს, რის გამოც ის ვეღარ იკვებება და იწყებს ცვენას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ხშირად ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც წლებია უკვე ამ ხელსაწყოებს მოიხმარენ და თმები მაინც ძალიან კარგ მდგომარეობაში აქვთ. როგორ ახერხებენ ისინი ამას?? ნებისმიერ ვიდეოს რომ დააკვირდეთ YOUTUBE-ზე ნახავთ თუ რა რაოდენობის პროდუქტებს მოიხმარენ გოგონები, რათა მათი თმები მუდმივად იდეალურ მდგომარეობაში იყოს. თერმო დამცავი სპრეი, შამპუნი, ნიღაბი, ზეთი, ბოლოჭამიების სამკურნალო შრატი- ეს მცირე ჩამონათვალია პროდუქტებისა, რომელსაც თქვენ იდეალური თმის მქონე ადამიანების აბაზანაში იპოვით. ამიტომ თმის უთოს და საშრობის გამოყენება კარგ დამცავ საშუალებებთან ერთად არ წარმოადგენს საშიშროებას და არაა აუცილებელი მუდმივად შეკრული ან ერთიდაიმავე ვარცხნილობით  სიარული.


ასეთი ვარცხნილობის გასაკეთებლად აუცილებლად დაგჭირდებათ შემდეგი პროდუქტები:
REVLON STYLE MASTERS-თმის თერმო დამცავი სპრეი
CURLER-სასურველია კერამიკით დაფარული და იმ სისქის, როგორიც ვიდეოში არის წარმოდგენილი
UNIQ ONE თმის ნიღაბ-სპრეი-იმისთვის რომ თმა დამყოლი, რბილი და ფაფუკი გახდეს.
LAKME MASTER თმის საშუალო ფიქსაციის ლაქი- ვარცხნილობის მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნებისთვის.
თუ ხვეული თმა გაქვთ ვარცხნილობის გაკეთებამდე ოდნავ გაისწორეთ თმა ან შეისხურეთ UNIQ ONE და კარგად გაიშრეთ საშრობით. ეს პროდუქტები კი წაისვით შემდეგი თანმიმდევრობით:
ბანაობის შემდეგ ტენიან თმაზე შეისხურეთ UNIQ ONE  და გაიშრეთ ან მშრალ თმაზე შეისხურეთ და დაელოდეთ სანამ თმა შეიწოვს მას. UNIQ ONE არა მხოლოდ არბილებს, არამედ იცავს თმას ცხელი ხელსაწყოებისგან. შემდგომ კარგად შეამოწმეთ რომ არცერთი ღერი თმა არ იყოს ტენიანი და შეისხურეთ STYLE MASTER-ს თერმო დამცავი სპრეი(შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ნებისმიერი თერმო დამცავი სპრეი). რამდენიმე წუთის შემდეგ კი დაიყავით თმა ნაწილებად და გაიკეთეთ ლოკონები ისე როგორც ვიდეოში არის ნაჩვენები. ვარცხნილობის დასრულების შემდეგ აუცილებლად შეისხურეთ თმაზე საშუალო ფიქსაციის ლაქი, რომელიც უნარჩუნებს თმას სირბილეს და იდეალურ მდგომარეობას მთელი დღის განმავლობაში.
იხილეთ ვიდეო: 


უფრო
თხელი და მოკლე თმის დასახვევად დაგჭირდებათ იგივე პროდუქტები, უბრალოდ დაამატეთ მათ:
SELECTIVE PUMP TOO თმის სპრეი მოცულობისთვის


არ დაგავიწყდეთ რომ თმებისთვის იდეალური სტრუქტურის მისანიჭებლად აუცილებელია სწორი შამპუნი, ნიღაბი და კონდენციონერი. აგრეთვე სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

გისურვებთ წარმატებებს!

No comments:

Post a Comment