Saturday, June 1, 2013

როგორ ვუმკურნალოთ თმის ცვენას



 თმის ცვენის პრობლემა წლიდან წლამდე იზრდება როგორც ქალებში ისევე მამაკაცებში. ქალების 34 პროცენტმა იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და დიდ ბრიტანეთში განაცხადეს რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში უფრო მეტად ცვივათ თმა ვიდრე ადრე.   ცვენის მკურნალობის საუკეთესო გზა კვების რეჟიმის მოწესრიგება და ჯანმრთელი ცხოვრების წესია, მაგრამ დღეს, როცა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, რთულია იკვებო დღეში 4-ჯერ სახლში მომზადებული საკვებით და პლუს კვირაში 3-4-ჯერ ივარჯიშო. ამიტომ ყველა ეძებს პროდუქტს, რომელიც შეაჩერებს თმის ცვენას და გახდის თმას ჯანსაღს და ბზინვარეს.
ჩვენი ესპანური ბრენდის REVLON PROFESSIONAL-ის ტრენერი და ტექნოლოგი გთავაზობთ რამდენიმე ხერხს როგორ აირიდოთ თმის ცვენა და გაიჯანსაღოთ თქვენი თმა სხვადასხვა პროდუქტების დახმარებით.
თმის ცვენის პირველი სტადიის შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ RP INTRAGEN თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი და ქაფი.

პირველი სტადია ეს არის როცა თმა გცვივათ მცირედით ან გაქვთ ძალიან თხელი თმა. უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ INTRAGEN-ის შამპუნი გარდა თმის ცვენის პრობლემისა შველის ცხიმიან თმასაც, თუმცა ის არ არბილებს თმას  და არ ანიჭებს მას ბზინვარებას, ამიტომ ხშირად მომხმარებლებს აქვთ ისეთი შეგრძნება რომ ის თმას აშრობს. იმისთვის რომ თმებს ბზინვარება და სიჯანსაღე მივანიჭოთ და ამავდროულად თმის ცვენასაც ვუმკურნალოთ REVLON  გვთავაზობს ასეთ ხერხს. თავის დაბანისას პირველად უნდა წაისვათ RP INTRAGEN თმის ცვენის შამპუნი, ხოლო მეორედ  UNIQ ONE-ს შამპუნ-ბალზამი, რომელიც კარგად უნდა გაინაწილოთ მთელ თმაზე და გაიკეთოთ მასაჟი. პროდუქტი არბილებს თმას და ანიჭებს მას გასაოცარ ბზინვარებას. ქაფი კი უნდა გამოიყენოთ ყოველდღიურად დილას ან საღამოს. ამ პროდუქტების კომბინაცია შეაჩერებს თმის ცვენას და მიანიჭებს თმას გასაოცარ ბზინვარებას და სიჯანსაღეს.  აგრეთვე ეს პროდუქტები უნდა გამოიყენოთ შემოდგომასა და გაზაფხულზე, როცა თმა იფიტება და იწყებს ცვენას.
 თმის ცვენის მეორე სტადიაზე უნდა გამოიყენოთ RP INTRAGEN თმის ცვენის საწინააღმდეგო ამპულები ერთ თვიანი კურსი, RP INTRAGEN თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი და UNIQ ONE-ს შამპუნ ბალზამი.  მეორე სტადია არის როცა წელიწადის ნებისმიერ დროს გცვივათ თმა და უკვე თმას ეტყობა გათხელებული ადგილები. ამპულები უნდა გამოიყენოთ ყოველდღიურად, ხოლო შამპუნი კი ჩვეულებრივად პირველი წასმა INTRAGEN, ხოლო მეორე UNIQ ONE.  


         



მესამე სტადია უკვე საშიში სტადიაა, როცა საჭიროა უკვე ძლიერი პროდუქტის ჩარევა, რათა აირიდოთ გამელოტების პროცესი. ეს არის შემთხვევა როცა ხელის თმაზე ჩამოსმისას თქვენ ხედავთ დიდი რაოდენობის ძირებიანად მომძვრალ თმას. ამ დროს აუცილებელია გამოიყენოთ თმის ცვენის საწინააღმდეგო პლასტირები, რომელიც არის ძალიან ძლიერი მოქმედების პროდუქტი და რომლის გამოყენება სხვა სტადიებზე არ შეიძლება. ეს პროდუქტი უნდა დაიწებოთ მხარზე, ხერხემალთან ახლოს, ისეთ ადგილას, რომელიც ნაკლებად მოძრაობს. აუცილებელია პროდუქტი გამოცვალოთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროზე, ანუ თუ პირველად პლასტირი დაიწებეთ 14:00-ზე, მთელი თვის განმავლობაში, ყოველდღე, პლასტირი უნდა ცვალოთ 14:00-ზე. თავდაპირველად შესაძლოა მან მცირე უძილობა გამოიწვიოს, რადგან აჩქარებს სისხლის მიმოქცევის პროცესს და აწოდებს თავს დიდი რაოდენობით სისხლს, რაც მას ადრე არ მიეწოდებოდა. ეს პროდუქტი აგრეთვე არის მათთვის ვინც მთელი დღის განმავლობაში სხედან კომპიუტერთან ან მაგიდასთან, რის გამოც ხერხემალს უჭირს სისხლის თავისთვის გადაცემა. აგრეთვე პლასტირებთან ერთად აუცილებლად უნდა გამოიყენოთ RP INTRAGEN თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი და UNIQ ONE-ს შამპუნ-ბალზამი. გამელოტების პროცესის აღმოსაფხვრელად და მამაკაცებისთვის რეკომენდირებულია 2 თვიანი კურსის ჩატარება. წარმატებებს გისურვებთ!

















No comments:

Post a Comment